ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"საქართველოს ბანკი" EBRD -ის დაფინანსებას მიიღებს
16/09/2010


პრესრელიზი

16 სექტემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 
საქართველოს ბანკი
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge

"საქართველოს ბანკი" EBRD -ის დაფინანსებას მიიღებს
50 მილიონი აშშ დოლარი კერძო ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად

[Publicity.ge] 16 სექტემბერი, 2010, თბილისი - EBRD -იმ "საქართველოს ბანკს" გამოუყო დაფინანსება საერთო მოცულობით 50 მლნ აშშ დოლარი, ადგილობრივი კერძო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე გასასესხებლად. EBRD -ის ეს სესხი ზრდის დაფინანსების ხელმისაწვდომობას საქართველოს რეალური ეკონომიკისთვის.

EBRD -ის დაფინანსება მოიცავს:

  • 20 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სესხს, საშუალო და მსხვილი ზომის ქართული კომპანიების ინვესტიციებისა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის. ხსენებული ფინანსური რესურსი გამოიყო EBRD -ის "საშუალო მოცულობის თანა-დაფინანსების სესხის" ფარგლებში. დაფინანსება კიდევ უფრო გაზრდის "საქართველოს ბანკის" შესაძლებლობას უპასუხოს ქართული კომპანიების სულ უფრო მზარდ მოთხოვნილებას გრძელვადიან რესურსზე.
  • 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ენერგო ეფექტურობის სესხს, კერძო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებზე გასასესხებლად, ენერგიის მოხმარების შემცირებაზე მიმართული ინვესტიციების დასაფინანსებლად. ეს არის ენერგო ეფექტურობის სესხის გაცემის მესამე შემთხვევა საქართველოში. სესხი გაიცემა "კავკასიის ენერგო ეფექტურობის პროგრამის" ფარგლებში, რომელიც შემუშავდა წარმოებებისა და ბინათმფლობელების მიერ, ქვეყნის ენერგო რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.
  • 20 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის, რაც გულისხმობს 1 მლნ აშშ დოლარამდე მოცულობის, საშუალო ვადიანი სესხების გაცემას ადგილობრივ ბიზნესმენებზე, მათი საქმიანობის გასავითარებლად. მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც შემოსავალს ადგილობრივ ვალუტაში იღებს, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს სესხით ლარში, რაც დაეხმარება უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსით გამოწვეული რისკის შემცირებაში.

"მოხარული ვართ გავაგრძელოთ "საქართველოს ბანკთან" ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს EBRD -ის მტკიცე განწყობას, გრძელვადიანი დაფინანსების გამოყოფის გზით განაგრძოს კერძო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში და ხელი შეუწყოს ენერგო ეფექტურ ინვესტიციებს", განაცხადა მაიკ ტეილორმა, EBRD -ის დირექტორმა.
"მოხარული ვარ, რომ "საქართველოს ბანკის" დიდი ხნის პარტნიორი, EBRD განაგრძობს ბანკთან თანამშრომლობას. EBRD-ის მიერ გამოყოფილი ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაზრდის "საქართველოს ბანკის" კონკურენტუნარიანობას საქართველოში გრძელვადიანი სესხების გაცემაში. მინდა მივულოცო ჩვენი ფინანსური რესურსების მოზიდვის გუნდს ამ ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება," განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

დაწყებული 1995 წლიდან, EBRD-იმ "საქართველოს ბანკს" გამოუყო სხვადასხვა სახის სასესხო და ვაჭრობის დაფინანსების რესურსი, საერთო მოცულობით 160 მლნ აშშ დოლარზე მეტი.

"საქართველოს ბანკი" ქვეყნის უმსხვილესი ბანკია, რომელსაც ბაზრის 35.1% უკავია მთლიანი აქტივების მიხედვით. ბანკს აქვს 137 სერვის ცენტრი და ემსახურება ფიზიკური პირის 1 მილიონამდე და კორპორატიული პირის 157,000-ზე მეტ მიმდინარე ანგარიშს. 2006 წლის ნოემბრიდან ბანკის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

საქართველოში მუშაობის დაწყებიდან, EBRD-იმ გამოყო 1 მილიარდ ევროზე მეტი, დაახლოებით 129 პროექტისთვის ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტქრუტურისა და ენერგეტიკის სექტორებში.

წაკითხულია: 2955